ახალი ამბები
დღეს სალომე ზურაბიშვილი ატოცში ჩავა
საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ატოცში ჩავა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა 16 საათზე გაიმართება. კანდიდატი განცხადებას მავთულხლართებთან გააკეთებს.

ატოცში 1 ნოემბრიდან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები