ახალი ამბები
ამომრჩეველთა აქტივობა გორში 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შედეგები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 2012 წლის აქტივობას მიუახლოვდა, თუმცა სხვაობა 1%-ია.

აღნიშნული ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგების შედარებისას გახდა ცნობილი.

თუკი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გორის საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობამ მიაღწია 69 389-ს, 6-წლის შემდეგ, აქტივობა, სწორედ, ამ მონაცემებს მიუახლოვდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც, ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება" მოვიდა, ბოლო ათწლეულების მანძილზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.

ასე მაგალითად:

2012 წელი (საპარლამენტო) -  69 381 ამომრჩეველი
2013 წელი (საპრეზიდენტო) - 50 849 ამომრჩეველი
2014 წელი - (თვითმმართველობ ) - 44 329 ამომრჩეველი
2016 წელი (საპრეზიდენტო) - 52 142 ამომრჩეველი
2017 წელი (თვითმმართველობის) -  44 278 ამომრცეველი
2018 წელი( საპრეზიდენტო, 1-ლი ტური) -  50 880 ამომრჩეველი
2018 წელი (საპრეზიდენტო, მე-2 ტური) - 68 309 ამომრჩეველი


Print

სტატიის გამოყენების პირობები