ახალი ამბები
გორში ტექნიკის მაღაზიიდან ოთხი ცალი ,,აიფონ 6" მოიპარეს
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მაღაზიის მეპატრონემ განუცხადა.

მისი თქმით, წაღებულია ოთხი ცალი ,,აიფონ 6", რომლის საერთო ღირებულება 3 000 ლარს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. წუხელ ასევე გაქურდეს სამშობიარო კლინიკა, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები