ჩვენს შესახებ
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი - Qartli.ge 2011 წელს დაარსდა. ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს.

გამომდინარე იქიდან, რომ შიდა ქართლი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება, სადაც ეთნიკური ოსები ცხოვრობენ, 2015 წლიდან Qartli.ge პარტნიორი ორგანიზაცია „აირექსის“ დახმარებით მომხმარებელს ახალ ამბებს ოსურ და რუსულ ენებზეც სთავაზობს.

Qartli.ge დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული კადრებით, რომლებიც საიტის ვიზიტორებს ახალი ამბების გარდა, საინტერესო ისტორიებს სთავაზობენ ვიდეორეპორტაჟების სახით.

მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს Qartli.ge-ს ფეისბუკ გვერდიც, სადაც მიდმინარე მოვლენები პირდაპირ ეთერში, შემთხვევის ადგილებიდან გადაიცემა.

გარდა ამისა, მედიასაშუალება ამზადებს გადაცემა „ქართლის სტუდიას“, რომელიც ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენას ისახავს მიზნად. თოქ-შოუში როგორც ქართველების, ასევე ეთნიკური ოსებისთვის აქტუალურ საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსიები.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი - Qartli.ge პარტნიორი ორგანიზაციების ,,აირექსის“, „ინტერნიუსის“ და „დოიჩე ველეს“ დახმარებით განაგრძობს მედიაპროდუქტის გამრავალფეროვნებას და ლიდერი პოზიციის შენარჩუნებას რეგიონის მეედიაბაზარზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები