საბურავების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შსს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც გუშინ გამთენიისას საბურავები მოიპარა.

ამის შესაბ Qartli.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. 

პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და დაბადებულია 1985 წელს.


პოლიციის ცნობით, ამოღებულია 4 ცალი საბურავი ნივთმტკიცებად სახით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შეგსხსენებთ, გუშინ დილით გორელმა გოგონამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, რომლის მიხედვით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გაძარცვეს მანქანა. მეპატრონის განცხადებით, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები