პაპილომა ვირუსზე გორში 9 დან 12 წლამდე გოგონებს აცრიან
პაპილომა ვირუსზე გორში 9 დან 12 წლამდე გოგონებს აცრიან. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ გიუნაშვილი აცხადებს, ვაქცინაცია მიმდინარე წლის აგვისტოდან მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანდაცვის მინისტრი შესაბამის ბრძანებს გამოცსემს.

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადავამზადეთ როგორც სოფლის ექიმები, ასევე გინეკოლოგები. საუბარია 80-მდე მედიკოსზე. აცრა ორჯერ უნდა ჩაუტარდეთ 9 დან 12 წლამდე გოგონებს. მეორე აცრა ტარდება პირველი აცირიდან 6 თვის თავზე. ვაქცინაცია უფასოა. ხელმისწავდომი იქნება თითქმის ყველა სოფლის, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ამბულატორიებში , „გორმედსა“ და „გორის სამედიცინო ცენტრში“.“-აცხადებს გიუნაშვილი.

მარიამ გიუნაშვილი ამბობს, რომ პაპილომა ვისუსის ვაქციანა კომერციულ ბაზარზე თითქმის 100 ამერიკული დოლარი ღირს. ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით ხორციელდება. საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას გეგმავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები