,,ჩემი მეგობარი მიყვება!" - წერს კასპელი მიხეილ ჯიბუტი
- გორში ვარ მეუღლე აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდებს და ველოდები,
გავიდა ერთი საათი, ორი, მესამე საათი დაიწყო და ბუნებრივი
მოთხოვნილებამ შემაწუხა -
თან წინა დღის კარგი ნაბახუსები გახლავარ და..
აქეთ ვეცი იქით ვეცი არსად ტუალეტი არ ჩანს ..
დავადე თავი და რომელიღაც საწარმის ეზოში შევვარდი. ( როგორც მერე
გავარკვიე თეატრი ყოფილა).
შევედი და ვხედავ სკამზე ვიღაც ზის.
- უკაცრავად მეგობარო აქ სადმე ტუალეტი არ არის ?ვეკითხები და თან
აქეთ იქით ვაცეცებ თვალებს გაჭირვებული!
- პასუხს არ მცემს ..
- დიდი ბოდიში, მაგრამ არ მელაპარაკებით? თან მოვიჩრდილე თვალები
ვინაიდამ მზე მიჭყიტინებდა..
- არ იღებს ხმას ..
ახლა კი ნამდვილად გამაბრაზა ასეთმა იგნორირებამ და ამასობაში თავზეც
წამოვადექი.
- შენ ბიჭო რამ დაგამუნჯა გამოვცერი კვილებში და ის იყო უნდა
დავტაკებოდი სიტყვა გამიწყდა და ახლა სიცილი ამიტყდა.
ჩემს სიცილს სხვის სიცილიც მოყვა ავიხედე და ფანჯრიდან ორი ქალბატონი
უყურება ..
მაგას ტყვილა ეჩხუბებით,
აქეთ მობრძანდით ბატონო აი დერეფნის ბოლოს არის ის რაცას თქვენ ეძებთ
- მიმასწავლეს.
ასე გადავრჩი მანიკენთან ბრძოლას და დავიდარაბას
სტატიის გამოყენების პირობები