გორში, დღეს, 35 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელსაც ბინის ქურდობაში
ედება ბრალი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა მიიღო.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, სახლიდან ფულადი თანხა და 3 ცალი
მობილური ტელეფონი მოიპარეს.
ბრალდებული გორის შს სამმართველოს რაიონის განყოფილების
თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
ფოტო: სასამართლოს ეზო
სტატიის გამოყენების პირობები