გორში შუახნის მამაკაცს მოქალაქე და პოლიციელები დაეხმარნენ
გორში, მოქალაქემ ქუჩაში, ასფალტის საფარზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაინახა და მის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მივიდა. აღმოჩნდა, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ქარელის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან იყო. პიროვნების იდენტიფიკაციის შემდეგ, სამართალდამცველები შვილს დაუკავშირდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ გორში მამამისის ყოფნის მიზეზი არ იცის.

პირველი სამედიცინო დახმარების შემდეგ, პოლიციამ მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში წაიყვანა:

,,როცა დავინახე, რომ ქუჩაზე მამაკაცი იწვა, პირველი რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ მანქანა ხომ არ დაეჯახა. საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა შეუმოწმეს და საშიში არაფერი აღმოჩნდა," -  გვითხრა მოქალაქემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები