გორი-მეჯვრისხევის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა
გორიდან შემდეგი სოფლების: ბერბუკის, ხელთუბნის, თორტიზის, კვარხეთის, ზერტის, მეჯვრისხევის და ა.შ. მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

ბერბუკის შესასვლელში ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით, ცოტა ხნის წინ, ხიდის გარკვეულმა ნაწილმა დეფორმაცია განიცადა და განაპირა მხარეს საფარი ჩამოიშალა.

სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი აწარმოებს. ხიდის რეკონსტრუქცია შემოდგომით დასრულდება.

ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია ავტობანიდან, ე.წ. ბერბუკის ბაზრობასთან არსებულ გადასახვევიდან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები