ძამას ხეობაში გზას დისკვალიფიცირებული კომპანია აკეთებს
ძამას ხეობაში, გვერძინეთი-ტყემლოვანას მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს კომპანია ,,ჯეო გრუპი" აწარმოებს. კონტრაქტი კი, ,,ბლექ სი გრუპთანაა" გაფორმებული.

ტენდერის დროს ,,ბლექ სი გრუპმა" გაიმარჯვა, რომლის კონკურენტი სწორედ  ,,ჯეო გრუპი" იყო. ,,ჯეო გრუპს"  ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.

როგორც ირკვევა,  ,,ბლექ სი გრუპმა" ქვეკონტრაქტორად ,,ჯეო გრუპი" დაიქირავა: კონკურენტმა კომპანიებმა სამუშაოები გაინაწილეს.

,,ჩვენ მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე ვმუშაობთ, წარმოვადგენთ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ამ კონკრეტულ შემთხვევაში" - გვითხრეს ,,ჯეო გრუპის" ადმინისტრაციაში.

ძამას ხეობაში 15კმ მანძილზე ახალი გზა იგება.სამუშაოთა ღირებულს თითქმის 15 მლნ ლარია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები