წნელისთან რუსი სამხედროების მოძრაობას აკვირდებიან
დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გადასაადგილებლად ემზადებიან. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს შსს სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისთან მოწყობილი საგუშაგო არ დაშალეს.

ულტიმატუმის მიხედვით, საგუშაგო დღეს დილის 6 საათამდე უნდა აეღოთ.

მოთხოვნა დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომსდგენელმა ეგორ ყოჩიევმა გუშინ წამოაყენა. პირობა ერგნეთში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო.

წნელისის საგუშაგოსთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა იმყოფება. მისი ცნობით, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯერჯერობით სიმშვიდეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები