გამყოფი ხაზის ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთის სიახლოვეს 50 წლის
მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
1969 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ბრალად განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი
წაუყენეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ზ.კ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის
ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ,
მისი
პირადი ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი 84,65 გრამი ნარკოტიკული
საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის
მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები