შსს: გორში პირადი ცხოვრების ფოტოების გასაჯაროების მუქარით ქალს ფულს სძალავდნენ
შიდა ქართლის პოლიციამ,1993 წელს დაბადებული ლ.მ., გამოძალვის
ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო
ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის
მიმოწერა ჰქონდა. ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი
ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის შემდეგ, ლ.მ. ქალს
მათი მიმოწერისა და აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის არგასაჯაროების
სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებ-გვერდის საკუთარ
ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ფულს სისტემატურად არიცხინებდა.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები