ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მაჟორიტარი დეპუტატი
გიორგი გოგაშვილი და მერის წარმომადგენელი სოსო ქვრივიშვილი
დააკავეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სუსში
დაუდასტურეს.
გამოძიების ცნობით, „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი
გოგაშვილი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის
მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ-ს
საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ
მონაცემებს მასზედ, რომ თითქოსდა სოფელ დირბის მცხოვრებმა საკუთარ
მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი
აღნიშნულ მოქალაქეს მიჰყიდა.
2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა
მოქალაქეს აღნიშნული ცნობა გადასცა და მის მიერ მოთხოვნილი 2000 ლარი
აიღო, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს“.
გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და
341 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას
3-დან 5 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
სტატიის გამოყენების პირობები