მესამე დღეა ოკუპაციის ხაზთან არ გვიშვებენ - მიშა ბალიაშვილი
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს
რომ პოლიცია მათ ატოცში, ოკუპაციის ხაზთან არ უშვებს.
მიშა ბალიაშვილმა Qartli.ge-ს უთხრა რომ შეზღუდვები 20 ოქტომბრიდან
მოქმედებს.
„ატოცში ვართ, სახლში, სადაც ჩვენი მოძრაობის წევრები ვცხოვრობთ.
მესამე დღეა ოკუპაციის ხაზთან არ გვიშვებენ, შესაბამისად არ ვიცით თუ
რა ვითარებაა ადგილზე. სამართალდამცველების მხრიდან არაერთი დაპირება
იყო იმის შესახებ რომ ოკუპაციის ხაზთან შეგვეძლებოდა მისვლა, თუმცა
უშედეგოდ“- აცხადებს ბალიაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები