ლომჭაბუკის სკვერიდან ნათურები მოიპარეს
ლომჭაბუკის სკვერში დამონტაჟებული გარეგანათების ნათურები მოიპარეს.

გარეგანათების რამდენიმე ბოძს ნათურები მოხსნილი აქვს, ამის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მოქალაქე კახაბერ ქარელიძე აქვეყნებს.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში Qartli.ge-ს განუცხადეს, რომ ნათურები ყველა ბოძზე იყო დამონტაჟებული და სავარაუდოდ ისინი მოპარულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები