მძღოლი, რომელიც მანქანით ქარელი-კეხიჯვრის გზაზე 16-წლის მოზარდს
დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებმა
განუცხადეს.
გუშინ საღამოს ქარელის მიმართულებით ფეხით მიმავალ ახალგაზრდას
ავტომანქანა დაეჯახა. 16-წლის მოზარდი შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა.
მანქანა კი, რომელიც ქარელიდან კეხიჯვრისკენ მიდიოდა, არ გაჩერდა და
მისმა მძღოლმა გააგრძელა გზა.
ფაქტს ქარელის შსს სამმართველო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის
276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
სტატიის გამოყენების პირობები