გორში 19-წლის ბიჭს რამდენიმე ჭრილობა ბასრი საგნით მიაყენეს
გორში, გვიან ღამით 19- წლის ბიჭი დაჭრეს. მას რამდენიმე ჭრილობა ბასრი საგნით მიაყენეს.

ინფორმაციას გორის მერიის ონლაინ-გამოცემა ,,გორის მაცნე" ავრცელებს.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი 3 ჭრილობა. რამდენიმე ადგილზე დაზიანებული იყო ღვიძლი და კუჭი. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაკეთდა ოპერაცია, მოხერხდა კუჭის და ღვიძლის მთლიანობის აღდგენა, მუცლის ღრუს დრენირება, ამჟამად პაცინტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა დავით გასიტაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები