გორში კომბინატის დასახლებაში სტუდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
შსს-ს ცნობით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.

როგორც qartli.ge-მ გაარკვია, დაპირისპირება სტუდენტებს შორის მოხდა.

კერძოდ, ორი დღის წინ, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. დღეს კი, ერთ-ერთი ახალგაზრდა მეორე ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს და მანქანაში ჩაისვეს. სალაპარაკოდ, ,,წყნარ ადგილზე" გაიყვანეს.

სხვა დეტალებს qartli.ge არკვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები