ქარელში, ძამას ხეობაში, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრამდე
მისასვლელ გზას გაანათებენ. ამის შესახებ Qartli.ge-ს ქარელის
მერიიდან აცნობეს.
გზაზე 26 ეკონათურა დამონტაჟდება. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის
ტაძარი ყინწვისის მონასტრის სიახლოვეს 2014 წელს ააშენეს.
კეთილგონიერი ავაზაკის შესახებ ლუკას სახარების 23-ე თავშია
მოთხრობილი, სადაც იესო ნაზარეველის თანაჯვარცმულთა სიტყვებს
გადმოცემული:
"ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა
ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც“.
მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც
იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ
რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ
ჩაუდენია“.
და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ“.
და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები
სამოთხეში“ (ლუკა 23; 39-43)
სტატიის გამოყენების პირობები