თბილისში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა სხდომა მიმდინარეობს
სასტუმრო მარიოტში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სხდომა
მიმდინარეობს.
დაარსებიდან 10 წლის შემდეგ ქარტიაში წელს ყველაზე მეტი განცხადებაა
განხილული.
ყველაზე ხშირად ირღვევა ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭოს
წარმომადგენლის, ნანა ბიგანიშვილის თქმით, წელს 11-ჯერ დაფიქსირდა
მეთერთმეტე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს ფაქტების განზრახ
დამახინჯებას.
ქარტიის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები აქციას
პარლამენტის წინ გამართავენ. ჟურნალისტები შს სამინისტროს
მოუწოდებენ შეწყდეს ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის
ხელშეშლის ფაქტები.
სტატიის გამოყენების პირობები