გორთან ბამბით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა.
სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი დროულად
ჩააქრეს.
ცეცზლის გამომწვევი მიზეზი საბურავი გახდა. როგორც ადგილზე გვითხრეს,
ცეცხლი ჯერ საბურავს გაუჩნდა, შემდეგ საბარგულში მოთავსებულ ბამბაზე
გადავიდა.
,,საბურავი გასკდა, ბეტონზე ხახუნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ
ბამბაზე გადავიდა" - ამბობს მანქანის მესაკუთრე, რომელიც თურქეთის
მოქალაქე აღმოჩნდა.
ზარალის ოდენობა დგინდება.
სტატიის გამოყენების პირობები