ბერბუკის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის სიახლოვეს მდებარე ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საგზაო დეპარტამენტმა 22 დეკემბერს მიიღო.

ბერბუკის, მეჯვრისხევის, ზერტის, ხელთუბნისა და კვარხეთის მოსახლეობას საავტომობილო ხიდით სარგებლობა ნაწილობრივ შეუძლია. ხიდზე მოძრაობა მხოლოდ ერთ მხარესაა შესაძლებელი.

სამუშაოები 2019 წლის შემოდგომით უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხიდის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები