გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ,,ლელოს" წევრი გახდა
გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი ,,ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ მოძრაობის ყრილობაზე გახდა ცნობილი.

სოსო ვახტანგაშვილი ,,ეროვნული ფორუმის" გორის ორგანიზაციის ლიდერი იყო წლების განმავლობაში, 2012 წლიდან კოლაცია ,,ქართული ოცნების" რეგიონულ წარმომადგენლობაში შედიოდა.

ვახტანგაშვილთან ერთად ,,ლელოს" წევრი გახდა გორის ყოფილი გამგებელი პაპუნა კობერიძე (ასევე ,,ფორუმის" წევრი).

“ლელო საქართველოსთვის” არის ახალი ძალა ცვლილებებისთვის. ჩვენი მთავარი ორიენტირია ადამიანი, ლელო უსმენს ხალხს, იზიარებს მოსაზრებებს, ქმნის გეგმას და გადაწყვეტის გზებს. ჩვენი საქმე მომავალია და წარსულის გამოცდილების გააზრებით უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა. ჩვენ გვჯერა რომ საქართველოს მომავლის შენებისას ყველას ხმა უნდა ისმოდეს." - აღნიშნულია მოძრაობის წესდებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები