ტანას ხეობაში ძლიერი დაკვამლიანების გამო მეხანძრეები მუშაობენ
შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაახლოებით 19 საათზე გაავრცელა. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს დამატებითი ძალის მობილიზება.

რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება.

გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები