სოფელ ორმოცის სიახლოვეს ტანას ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენი ჩართეს
სოფელ ორმოცის სიახლოვეს ტანას ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენი ჩართეს.

ცეცხლის კერა იმ ადგილზეა გაჩენილი, სადაც ტექნიკის მიყვანა  სამაშველო სამსახურმა ვერ უზრუნველყო.

შს სამინისტროს ცნობით, გარკვეულ ადგილებამდე გზა ცოცხალი ძალისთვისაც გაჭრეს.  ჯერ-ჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზაციის შესახებ.

შეგახსენებთ, ძლიერი დაკვამლიანება ტანას ხეობაში გუშინ შუადღეს შენიშნეს.

ანა შეპკინას ფოტო, ტელეიმედი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები