დღეს კასპში საახალწლო ნაძვის ხეს აანთებენ
დღეს, ქალაქ კასპში საახალწლო ნაძვისხე საზეიმოდ აინთება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,თოვლის პაპასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დღის ცენტრის ზღაპრის გმირები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, მოცეკვავეები და საბავშო ბაღის აღსაზრდელები"" - აცხადებენ მერიაში.
ღონისძიება საღამოს 8 საათზე დაიწყება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები