ტანას ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სრულდება. ამის
შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურში
განუცხადეს.
დღეს დილით სოფელ ორმოცის სიახლოვეს მყოფი მეხანძრეები ეპარქიის
სასულიერო პირებმა დალოცეს.
სოფელ ორმოცის მიმდებარე ტერიტორია ხანძარი 24 დეკემბერს შუადღეს
გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის 20 თანამშრომელი ჩაერთო.
დღის ბოლოს დამატებით 200-მდე ცოცხალი ძალის მობილიზება გახდა საჭირო.
მიუვალი ადგილების გამო მანქანების მისასვლელი გზები გაჭრეს.
სტატიის გამოყენების პირობები