გორში სამშენებლო ობიექტზე მამაკაცი დაშავდა
გორში ე.წ. ძველ ხიდთან მამაკაცი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.

წინასწარი ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტზე მომუშავე მამაკაცმა დაზიანებები ზედა კიდურებზე მიიღო.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს მოკვლევა.

ბარნოვის ქუჩაზე გორის მერიის დაკვეთით მდინარე მტკვარზე სანაპიროს კედლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები