სანტას ფორმაში გამოწყობილმა გორის ველომოყვარულთა კლუბის ათამდე
წევრმა წინასაახალწლოდ დადებითი განწყობის შესაქმნელად გორის ქუჩებში
გამვლელებს ტკბილეული დაურიგა.
კლუბის დამფუძნებელმა ლადო მიხანაშვილმა Qartli.ge-სთან საუბრისას
აღნიშნა, რომ ტკბილეულის დარიგების იდეა ველომოყვარულებს თავად
გაუჩნდათ.
გორის ველომოყვარულთა კლუბი სამი წლის წინ, ჯანმრთელი ცხოვრების
წესისა და უსაფრთხო ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.
თავდაპირველად კლუბში ათი ადამიანი იყო გაწევრიანებული, ახლა კი 615
წევრისგან შედგება.
სტატიის გამოყენების პირობები