გორი-ხიდისთავის გზაზე მანქანა არხში გადავარდა. შემთხვევა დილის
საათებში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მაღალი სიჩქარით
მოძრაობა გახდა. ტრანზიტულნომრიანი სატრანსპორტო საშუალება მთავარ
გზაზე მარაბდელის ქუჩიდან შევიდა.
მკვეთრ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.
ექსპერტები ამ დასკვნამდე მუხრუჭების კვალის საფუძველზე მიდიან.
სტატიის გამოყენების პირობები