გორის სოფელ ქვახვრელში ბუნებრივი აირის შესაყვანად განცხადებების მიღება დაიწყო
დაიწყო განცხადებების მიღება ოჯახებში გაზის შემოსაყვანად. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი სადარაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, რაიმე თანხის გადახდა ჯერჯერობით საჭირო არ არის. მათ, ვისაც სახლი რეგისტრირებული აქვთ, უნდა მიაკითხონ ,,სოკარჯორჯია გაზის'' გორის ფილიალს. (მისამართი თ. იოსებიძის ქ. #1 ბაზართან ). თან იქონიონ პირადობის მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის საკუთრების შესახებ.

ხოლო პირებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული არ აქვთ, შეუძლიათ მიმართონ მერის წარმომადგენლობას ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში (ქეთევან ალექსიძეს).

განცხადებების რაოდენობის მიხედვით დაკომპლექტდება მომუშავე ბრიგადები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები