ქვახვრელის რკ. სადგურიდან უფლისციხის გზამდე ასფალტი დაიგება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, 640 მ მანძილზე, ასფალტი დაიგება. ამის შესახებ ტენდერი გორის მერიამ გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის რკინიგზის სადგურიდან დაიწყება და მდინარე მტკვრის სანაპირომდე გაგრძელდება. მოასფალტებული მონაკვეთი მიუერთდება მდინარე მტკვრის სანაპიროზე გამავალ იმ გზას, რომელიც ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალ უფლისციხეს უკავშირდება.

სამუშაოებისთვის გამოყოფილია დაახლოებით 200 000 ლარი. პროექტის განხორციელების ხანგრძლოვა 60 დღეა. ტენდერის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში სოფლის გზაზე სამუშაოები ზაფხულამდე დასრულდება.

რკინიგზის სადგური სოფლის ცენტრში მდებარეობს, სადაც ე.წ. ელექტრიჩკები ჩერდება. ამ ტიპის სამგზავრო მატარებლით უფლისციხისკენ უამრავი ტურისტი და ვიზიტორი მოძრაობს. პროექტს პრიორიტეტი, სწორედ, ამ კუთხით მიანიჭეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები