ქარმა გორში სასტუმრო ,,ქართლის" კორპუსს სახურავი გადახადა
სამეფო ქუჩაზე ქარმა ყოფილი სასტუმრო ,,ქართლის" შენობას სახურავი ახადა.

დაშავებული არავინაა. შენობა დაცარიელებულია, რადგან იქ მცხოვრები დევნილები ახალ კორპუსში გასულ წელს გადაიყვანეს.

ამ შენობის სახურავი ქარმა გასულ წელსაც დააზიანა. ამჟამად ადგილზე კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები