საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა
დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში
ჟურნალისტებს განუცხადეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79
წლის ქალი. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას თანმხლები
დაავადებები ჰქონდა.
ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა
თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 156
დადასტურებული ფაქტია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 28.
კარანტინისრეჟიმში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 პირია.
სტატიის გამოყენების პირობები