საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს
შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების
ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში
კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში,
360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდებ:.
„თბილისში დაფიქსირდა შემთხვევების 40 პროცენტი, რაც შეესაბამება 469
პაციენტს, აჭარაში 30 პროცენტი, ანუ 360, იმერეთში შემცირდა
გარკვეულწილად, დღეს არის 99 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში -78,
შიდა ქართლში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში -73, კახეთში – 46,
გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში -14, სამცხე ჯავახეთში – შვიდი“, –
აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“
სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები