კასპის მთავრობამ გუბერნატორს 13 მლნ ლარის ღირებულების პროექტები გაუმზადა

დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგეობას 13 მლნ ლარის ღირებულების წინასწარ მომზადებული პროექტები მოუწონეს.

ამის შესახებ დეპუტატების უმრავლესობამ დადებითი შეფასება ღიად გამოხატა.

 

 

პროექტებისთვის გათვალისწინებული სავარაუდო თანხა 2016 წლის კასპის ბიუჯეტში უნდა აისახოს. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას  მთავრობის სხდომაზე მიიღებენ

 

პროექტებს ჯერ გორში, გუბერნატორთან განიხილავენ. სააკორდინაციო საბჭოს სხდომაზე ან ყველა პროექტს, ან კიდევ პრიორიტეტულს გამოარჩევენ.

 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მოწონებული პროექტები რეგიონალური განვითარების სამინისტროში გადაიგზავნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები