გორში ახალგაზრდა ქალს მანქანა ქვეითთა გადასასვლელზე დაეჯახა.
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება და სასწრაფო
დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა ვერხვების დასახლებაში, მომსახურების სააგენტოს წინ
მოხდა.
გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს
ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას,
რომელმაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სტატიის გამოყენების პირობები