„კულტურა საზღვრებს გარეშე“- დიცსა და ტირძნისში ღონისძიებები გაიმართება
„კულტურა საზღვრებს გარეშე“ საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინიტრო გამყოფილ ხაზის მიმდებარე სოფლებში ამ სახელწოდების პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის მერიიდან აცნობეს.

18 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიცისა და ტირძნისის საჯარო სკოლებში მწერლების გურამ მეგრელიშვილს და ალეკო შუღლაძის ახალი წიგნების წარდგენა მოხდება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.

გორში, მწერლები და მეცნიერები (მაკა ელბაქიძე, ალეკო შუღლაძე, გურამ მეგრელიშვილი, ლევან ჟვანია) რეპრესირებულ მწერლებზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის გაიმართება ლექცია რეპრესირებული მოდერნისტი პოეტის ვანლერ დაისელის შესახებ. საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას და ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება მკითხველთან დიალოგი.

მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი და დევნილი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმების ჩვენება. აღსანიშნავია, რომ დიცშსა და ტირძნისში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრებიან მეღვრეკისიდან, ბროწლეთიდან და ერგნეთიდან ჩამოსული ახალგაზრდები. დ
ღის ბოლოს გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატში კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ნეკა სებისკვერაძის, დათო ნოზაძის და ნინო გულიაშვილი მიიღებენ. პროექტის მიზანი ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები