ბლოგი
პატიოსნების წმინდა ადგილი გორის რაიონში

 

,,რამდენჯერმე საპატრიარქოს ჟურნალის რედაქციას კითხვით მივმართე, მაგრამ იქიდან პასუხი არ მიმიღია. არც ჩვენმა ადგილობრივმა მოძღვრებმა იციან ეკლესიის წარმომავლობის შესახებ. ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ ლეგენდას ვენდოთ"  - ამბობს ვალიკო კაჯილაშვილი.

 

ლეგენდის მიხედვით, და-ძმას მშობლები ადრეულ ასაკში ჭირის ეპიდემიით დაეღუპნენ. ვაჟი - მამიდამ, ხოლო გოგონა - დეიდამ  გასასზრდელად წაიყვანეს. წლების შემდეგ ისინი ერთ-ერთ სოფელში დღეობას შეხვდნენ, მოეწონათ ერთმანეთი და შეუყვარდათ. მათი აღმზრდელები ამ სიყვარულის წინააღმდეგები, გასაგები მიზეზების გამო, წავიდნენ. თუმცა და-ძმას მაინც არ გაანდეს, ახლონათესაური ურთიერთობის შესახებ, ინფორმაცია.

 

შეყვარებული და-ძმა ხუნგალის ეკლესიაში ჯვრის დასაწერად ავიდა. ამ დროს მიწისძვრა მოხდა, ეკლესია დაინგრა და ჯვრისწერაზე მყოფი ყველა მათგანი დაიღუპა.

 

,,დედაჩემი ისე არ დაიძინებდა, რომ პიჯვარი არ გადაეწერა, ხუნგალის პატიოსანო, შენ დაიფარე ჩემი შვილებიო" - გვეუბნება ატენში მცხოვრები ვალიკო კაჯილაშვილი, რომელიც წლებია ტერტორიას ყურადღებას აქცევს, ხოლო ეკლესიის სახელწოდებასთან დაკავშირებით, მონაცემებს აგროვებს.

 

 

მასალა მოამზადეს

ლაშა ჭეჭელაშვილი

გიორგი შავდათუაშვილი

საზოგადოება ,,ბილიკის" მედია-სკოლის მოსწავლეები

Print

სტატიის გამოყენების პირობები