SALES Partner-მა სტაჟირების პროგრამა ჩაუშვა
სტაჟირება ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებისა და ცოდნის მისაღებად. პროგრამის მიზანია კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ ადამიანს მიეცეს საკუთარი თავის გამოვლენისა და პროფესიული წინსვლის საშუალება. 3 თვიანი პროგრამა მხოლოდ საწყისი ეტაპია სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო მიზნების განსახორციელებლად, მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე ადამიანებისთვის, ვისაც კრეატიულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში მუშაობა სურს. ახალი გამოცდილების მიღება და თანამედროვე ბიზნეს სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღის, მარკეტინგის, პრაქტიკაში გამოყენება საუკეთესო შესაძლებლობაა დახვეწო საკუთარი უნარები.

 

SALES Partner-ის ჯგუფს სწორედ ასეთ ადამიანთან სურს თანამშრომლობა. მუდმივად ზრდადი კომპანიის თითოეული წევრი მზადაა სიახლეებისთვის და ახალი გამოწვვებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: სტაჟირების პროგრამა SALES Partner-ში

SALES Partner-მა სტაჟირების პროგრამა ჩაუშვა

Print

სტატიის გამოყენების პირობები