"ნუ გვესვრი!"-ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისში აქციას გამართავს
საქართველო ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისში დღეს აქციას გამართავს. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციაზე ჟურნალისტების უფლებების შელახვას გააპროტესტებენ.

,,დღეს, 21 ივნისს 15:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას 10) ჟურნალისტური ეთკის ქარტია მართავს საპროტესტი აქციას "ნუ გვესვრი!". მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. დაშავებულია 10-ზე მეტი ჟურნალისტი. აქციამდე ვისაც სურვილი გაქვთ ორგანიზებაში დახმარების, გთხოვთ, მოხვიდეთ ქარტიის ოფისში.“-ნათქვამია განცახდებაში.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები