,,პუტინი უფრო ოკუპანტია, ვიდრე რუსეთი მთლიანად" - წამყვანი ,,Fashion Week"-ზე
,,ეგრეც არ არის, რა. პუტინი უფრო ოკუპანტია, ვიდრე რუსეთი" - განაცხადა რეგიონალური სამოდელო კვირეულის წამყვანმა გორში.

წამყვანის მოსაზრებით, რუსეთში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პუტინის მსგავსად არ ფიქრობენ.

,,პუტინი უფრო ოკუპანტია ვიდრე რუსეთი. მოდი პუტინს მივმართოთ, რომ პუტინი ოკუპანტია, ვიდრე რუსეთი მთლიანად" - განაცხადა წამყვანმა.

გორში მესამე დღეა რეგიონალური ,,ფეშენ უიქი" მიმდინარეობს. პირველ დღეს სამოდელო ჩვენებები გოგებაშვილის ქუჩაზე მოწყობილ სივრცეში გაიმართა.

გორელ დიზაინერებთან ერთად რეგიონალურ ,,Fashion Week”-ის პირველ დღეს აზერბაიჯანელი დიზაინერი ელშად მეჰერემოვი, საკუთარი კოლექციით წარსდგა.

ფესტივალი 21 და 22 ივლისსაც გაგრძელდა. 21 ივლისს გორის თეატრში ბავშვთა დიზაინერები წარსდგნენ. მაყურებელს ფოიეში მხატვართა გამოფენა დახვდათ. წარდგენილ იქნა ოლია ბრაგვაძის, ლიზი მამულაშვილის და ლაშა არსენიძის ნამუშევრები. შემდეგ კი, ბავშვთა დიზაინერები - მარიამ გიგაური, ქრისტინე კაპანაძე, ანანო კახიძე და მარიამ შოშიაშვილი წარადგენენ ნამუშევრებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები