საია: ,,საქმეში შრომის ინსპექცია უნდა ჩაერთოს"
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელს, მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციითვის არ უცნობებია. „მაგდაგვარი არაფერია, არავისთვის მიცნობებია. „- უთხრა Qartli.ge-ს ბაჩანა გვიანიშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბაჩანა გვიანიშვილმა კანონი დაარღვია, თუკი შრომის ინსპექციას ფაქტის შესახებ, არ აცნობა.

„შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონის მე-15 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს დამქირავებელს, შეატყობინოს ინფორმაცია სამართალდამცველებსა და ზედამხედველობით ორგანოს, მათ შორის,  შრომით ინსპექციას. შეუტყობინებლობის შემთხვევაში, ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. შრომითი ინსპექტირების სამსახურს აქამდეც უნდა მოეხდინა  რეაგირება, ეს მისი პასუხისმგებლობაც არის. შემდგომში უნდა შეამოწმოს, შეფასება გააკეთოს და გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა ამ სამსახურის მიმართ. ხელმძღვანელ პირს რაც შეეხება, მერიამაც უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეისწავლოს საკითხი, მათ შორის, შესაძლოა ეს იყო შიდა აუდიტის მიერ განხორციელებული საქმიანობით." - აცხადებს ბებიაშვილი.

ქეთი ბებიაშვილი აღნიშნავს, რომ  მერია არ არის მოტივირებული იმასთან დაკავშირებით რომ მოახდინოს მის დაქვემდებარემაში მყოფი სამსახურების შემოწმება, რამდენად დაცულია შორმითი უსაფრთხოება და მოახდინოს შესაბამისიობაში მოყვანა, რათა მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.

,,აუცილებლად უნდა მოხდეს შესწავლა რამდენად შედიოდა გარდაცვლილის კომპეტენციაში ის საქმიანობა რასაც ის ასრულებდა დაზიანების დროს“ - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები