სოფელ დოესში სასმელი წყლის მთავარი მაგისტრალი დაზიანდა
,,4-დღიანი უწყლობა სოფელში გუშინ დასრულდა" - აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის წარმომადგენელი ტარიელ ოხანაშვილი. მისი განმარტებით, მთავარი მაგისტრალის მილი 1.5 მეტრ სიგრძეზე იყო გახეთქილი.

,,ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია დაზიანება, თუმცა 4 დღეში აღვადგინეთ. გუშინ უკვე ,,პოლნიხოდით" წამოვიდა წყალი" - აცხადებს ოხანაშვილი.

რედაქციას სოფელ დოესში მცხოვრებმა მოსახლეობამ აცნობა, რომ რამდენიმე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებოდათ. როგორც გაირკვა, მთავარი მაგისტრალური მილი სოფელ სასირეთთან იყო დაზიანებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები