ერთადერთ სასმელი წყლის შადრევანს, რომელიც გორის კულტურისა და
დასვენების პარკში მდებარეობს, წყალი ,,ეკონომიურად" მიეწოდება. ამის
მიზეზი დავალიანებაა, რომელიც გორის მერიას წლებია წყალმომარაგების
კომპანიის მიმართ დაუგროვდა.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი ბაჩანა
გვიანიშვილი qartli.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკითხი მართლაც
პრობლემატურია და მის მოგვარებაზე მუშაობენ.
გვიანიშვილი ვერ აკონკრეტებს, ზუსად თუ როდის აღმოიფხვრება
პრობლემა.
,,თითქმის გარკვეულია ეგ საკითხი, მალე უნდა ავამოქმედოთ, ზუსტად არ
ვიცი როდის, მაგრამ მალე. წყალმომარაგებასთან იყო ეგ საკითხი
გასარკვევი და გავარკვიეთ. ჩემი ამოცანაა, რომ ჩაირთოს
წყალი,“-აცხადებს გვიანიშვილი. მისივე თქმით, დაგეგმილია დამატებით
ორი ე.წ. სოკოს ჩართვა.
რაც შეეხება გადასახადს, მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე დავალიანება
არ გააჩნიათ. დავა, მხოლოდ, გასული წლების დავალენებებს ეხება, რომლის
თაობაზე პროცესი სასამართლოში მიმდინარეობს. წყალმომარაგების
კომპანიაში სატელეფონო ზარს არ პასუხობენ.
სტატიის გამოყენების პირობები