2019 წლის 1 ნოემბრიდან სურამის ციხეზე მასშტაბური არქეოლოგიური
გათხრები დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტომ 25 ათასი ლარი გამოყო.
სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს რამდენიმე დავალება
მიეცემათ:
კერძოდ, ციხის შიდა ტერიტორიაზე ჰუმუსის მოხსნა, სამხრეთ გალავანთან
მდებარე სათავსოს კვლევა; სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სასახლის
გაწმენდა და კვლევის ჩატარება. ჩიხის ჩრდილოეთით კოშკის კვლევა.
არქეოლოგიური ჯგუფი სამუშაოების დასრულების შემდეგ, კულტურული
მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს.
სტატიის გამოყენების პირობები