5-6 ოქტომბერს გორში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ გაიმართება
5 და 6 ოქტომბერს გორში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ გაიმართება. ორგანიზატორია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო.

სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, 5 ოქტომბერს, ა.ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწაავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება სახელწოდებით - „ევროპის ქვეყნების ღირსშენაშნაობები“. დასაწყისი 12:00საათზე და გაგრძელდება 17:00 საათამდე.

5 ოქტომბერი, 17:00 სთ. სამუსიკო სკოლების მოსწავლეები ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს შეასრულებენ.

6 ოქტომბერი, 12:00 სთ. კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, კულტურის განყოფილება წარმოგვიდგენს თოჯინების თეატრს - „წითელქუდა“.
Print

სტატიის გამოყენების პირობები