სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორის 16 საბავშვო ბაღში წყლის შემოწმება მოითხოვა
გორის მუნიციპალიტეტის 16 საბავშვო ბაღში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა მიიღო.

გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, გეგმიური შემოწმების შემდეგ, გაცემული რეკომენდაციები გახდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 16 სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაში წყლის განმეორებითი შემოწმებები მოითხოვა.

კერძოდ,  სუნი, გემო, ფერიანობა არ მოეწონათ, ხოლო ჭიქაში სიმღვრიე შეამჩნიეს. სინჯებს შემდეგ საბავშვო ბაღებში არსებული წყლიდან აიღებენ:

1.რეხა
2.შერთული
3.ქიწნისის მეურნეობა
4.ახალდაბა
5.უფლისციხე
6.ქვახვრელი
7.ატენი
8.ზერტი
9.ქიწნისი
10.ქვეში
11.ბერშუეთი
12.ზეღდულეთი
13.ქვ.ხვითი
14.ახრისი
15.სვენეთი
16.ხიდისთავი

საჭიროა შემოწმდეს შემდეგ ნივთირებებზე: PH, ამიაკი, ნიტრატი, ნიტრიტი, ქლორიდები, პერმანგანატული ჟანგვადობა, ნარჩენი ქლორი, ზემოფილური აერობები და ფულტატური ანაერობები, საერთო კოლიფორმული ბაქტერიები, E. coli (ნაწლავის ჩხირი).
Print

სტატიის გამოყენების პირობები